top of page
1200x675_cmsv2_52334360-098b-5be1-a3ea-570721deec6b-7422346.webp

რუსული დეზინფორმაცია უკრაინელი დევნილების შესახებ: როგორი დამოკიდებულებაა ევროპაში მათ მიმართ?

 

2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით ექვსმა მილიონმა უკრაინელმა თავი დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შეაფარა. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ემიგრირებული 6 მილიონი უკრაინელიდან 1.13 მილიონი გერმანიაში, ხოლო 956 000 პოლონეთში დაბინავდა. ​უკრაინელი ემიგრანტების ეკონომიკური უსაფრთხოება და სოციალურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი ცენტრალური ევროპის უმეტესი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელსაც ეფექტურად იყენებენ მემარჯვენე პოპულისტი, ევროსკეპტიკოსი პოლიტიკური პარტიები ადგილობრივ მოსახლეობაზე მანიპულაციის მოხდენისა და მმართველი ძალისადმი ამომრჩევლის ნდობის შესუსტების მიზნით.  გარდა ამისა, ამ კუთხით მუშაობს რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომლის მიზანია მოახდინოს უკრინელი ემიგრანტების დისკრედიტაცია, გააღვივოს უკმაყოფილება ემიგრანტების მიმღები ქვეყნის მოსახლეობაში, განაწყოს ისინი მტრულად უკრაინელების მიმართ. რუსული კრემლისტური მედია არხები დეზინფორმაციის გასავრცელებლად შემდეგ მეთოდებს მიმართავენ: ყალბი ახალი ამბები, რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირების საჯარო განცხადებები, ფსევდო ექსპერტების მანიპულაციური კომენტარები. რუსული დეზინფორმაციის კამპანიის, ევროპელი პრო-რუსი აქტივისტების, ექსპერტებისა და ინდივიდების ძალისხმევის შედეგად ევროკავშირში უკრაინელების იმიჯი მნიშვნელოვან ცვლილებასა და რყევას განიცდის. 

რაც შეეხება საქართველოს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქ 134,256 უკრაინის მოქალაქე შემოვიდა, მათგან დაახლოებით 25,405 საქართველოში დარჩა. 

fc0f027a69216df0f2282a6114c84bdf.jpg

რუსული მედია საშუალებები უკრაინელი ემიგრანტების დემონიზების მიზნით ძირითადად ერთსა და იმავე ნარატივს, არგუმენტსა  და ტექნიკას მიმართავენ, მათ შორის ძველი კონტენტის დეკონტექსტუალიზებასა და ნამდვილი ამბის სულ სხვა შინაარსით გამოქვეყნებას, კონტექსტის სრულ გაყალბებას.

 

გამოიყოფა შემდეგი ყალბი ნარატივები:

1b0c356f83d46e0272493aa26b496e7c.jpg

ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უკრაინელი ემიგრანტი ბავშვები ევროპის ონკოლოგიურ საავადმყოფოებში ადგილობრივი ბავშვების ადგილებს იკავებენ.

მაგალითად, X-ის მომხმარებელმა სახელით „Aga34686913” გაავრცელა ტვიტი შემდეგი შინაარსით: „პოლონელი ბავშვები ონკოლოგიური კლინიკიდან გამოუშვეს. დღეს ჩემმა მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი 4 წლის შვილი საავადმყოფოდან გამოუშვეს, რადგნ უკრაინელ ბავშვებს ესაჭიროებოდათ ადგილი. მთხოვა, რომ როგორმე დავხმარებოდი, რადგან იცის ოჯახში ექიმები მყავს“.  პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმა შეისწავლეს ეს ქეისი, მათი ცნობით პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრო და პედიატრიული ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის პოლონური საზოგადოება უარყოფს აღნიშნულ ინციდენტს. მათი დასკვნით, მთელი ამბავი გაყალბებულია. ამავდროულად დადგინდა, რომ პროფილი, რომელიც მოცემულ ინფორმაციას ავრცელებდა ასევე ყალბი იყო.

ყველაზე ფართოდ ცირკულირებადი დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინელებს მოძალადისა და კრიმინალის იარლიყს აკრავს, არის ქუჩის ჩხუბის ამსახველი ვიდეო. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებით, რომ თითქოს უკრაინელი ემიგრანტები ქუჩაში ძალადობრივად უსწორდებოდნენ პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ეთქვათ „სლავა უკრაინი“ (დიდება უკრაინას), უკრაინელების ე.წ მისალმება და საბრძოლო ჰიმნი. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის მთავრობის უმაღლესმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინელები ამ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ, ვიდეო მაინც ვირუსულად გავრცელდა პოლონეთში, ჩეხეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

Screenshot 2024-07-21 at 12.46.26.png

TikTok-ის ვიდეოში ქალმა რუსულ ენაზე განაცხადა, რომ 16 წლის რუსულად მოლაპარაკე ახალგაზრდა, რომელიც უკრაინელ ემიგრანტებს ეხმარებოდა, Euskirchen-ში, დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნთან ახლოს თავად უკრაინელებმა სცემეს. Deutsche Welle-მ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და დაამტკიცა მისი სიყალბე. ქალმა, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა, ინფორმაცია ნაცნობისგან მიიღო. პოლიციამ უარყო მსგავსი თავდასხმის ფაქტი, ახლომდებარე საავადმყოფოებმაც განაცხადეს, რომ მსგავსი თავდასხმის ფარგლებში დაშავებული პირი არ მიუღიათ. მოგვიანებით ქალმა ბოდიში მოიხადა დეზინფორმაციის გაუაზრებლად გავრცელებისთვის.  

უკრაინელების დისკრედიტაციის მიზნით ასევე გავრცელდა პოსტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინელი ემიგრანტების ქმედებამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრები ესპანეთში. ეს ნიუსი ფართოდ გავრცელდა ესპანურენოვან საინფორმაციო სივრცეში, მისი სიყალბე მოგვიანებით დაადგინა „StopFake” ფაქტების გადამოწმების პროექტმა.

Screenshot 2024-07-21 at 13.02.53.png
Screenshot 2024-07-21 at 15.41.12.png

რუსული დეზინფორმაცია ევროპის სახელმწიფოების წინააღმდეგ

გარდა უკრაინელების დემონიზებისა, რუსული დეზინფორმაცია ასევე მიმართულია უშუალოდ ევროკავშირის იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან  იღებენ ომისგან გამოქცეულ უკრაინელებს, უზრუნველყოფენ მათ საბაზისო საჭიროებებით და უქმნიან უსაფრთხო და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს.

რუსული დეზინფორმაციის კამპანია ევროკავშირის მიერ უკრაინისა და უკრაინელებისთვის გაწეული დახმარების წინააღმდეგ ემსახურება უკრაინისადმი ევროპული და საერთაშორისო სოლიდარობისა და მხარდაჭერის შემცირებას.

 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

lavrov.jpg
2023 წლის 30 ივნისს ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ემიგრანტებმა მიმართეს რუსეთის ფედერაციის გავლენიან პირებს იმის მტკიცებით, რომ ევროპული დაცვის სააგენტოები მათ შვილებს ძალით ართმევდნენ. ლავროვის ხსენებული განცხადება მიზნად ისახავდა უკრაინელებში ეჭვისა და უნდობლობის გაღვივებას მიმღები სახელმწიფოების მიმართ.

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მარია ზახაროვამ 2022 წლის 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ევროპაში უკრაინელი ქალები ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. იგი ამავდროულად ცდილობს უკრაინელებისთვის რუსეთის ყველაზე მშვიდობიან თავშესაფრად წარმოაჩენას. 

230927 (4).jpeg
„ბევრ უკრაინელს რუსეთის კონტროლის ქვეშ ცხოვრება ურჩევნია, კორუმპირებულ და კრიმინალურ კიევში ცხოვრებას“.
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.
34959122-afd-bundesparteitag-in-essen-OGBG.jpg

საინტერესოა მემარჯვენე ექსტრემისტი პარტიების როლი ევროპაში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით.

პოპულისტი პარტიები განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ მიგრაციის პოლიტიკაზე, ძირითადად გამოირჩევიან ანტი-იმიგრაციული განწყობებით და არიან ევროსკეპტიკოსები.

 

გერმანიაში მემარჯვენე პოპულისტი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (Alternative für Detuschland) 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინელების დახმარებას. პარტიის ლიდერების აზრით, უკრაინელების დახმარება და რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გახლდათ დიდი წნეხი გერმანიის მოქალაქეებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.

AFD-ს ერთ-ერთი ლიდერი ელის ვაიდელი ხაზს უსვამს ბიუჯეტის ირაციონალურ ხარჯვას უკრაინელი ემიგრანტების „შესანახად“.

thumbs_b_c_0031edc43d89265c48e0db669b1ae4c4.jpg
„5553 ევრო ყოველ თვე სამ წევრიანი უკრაინული ოჯახისთვის: კოალიციურმა მთავრობამ შექმნა მასიური თავშესაფრის ინდუსტრია და ზედმეტად გადატვირთა მუნიციპალიტეტები ემიგრანტების სახლებით“.

ელის ვაიდელი, AFD-ს თანათავმჯდომარე.

Deutsche Welle-მ 2024 წლის 22 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია სათაურით “უკრაინელი ემიგრანტები გერმანიაში: რატომ მუშაობს მათი მხოლოდ მცირე ნაწილი”. სტატიაში განხილულია უკრაინელი დევნილების დასაქმების დაბალი კოეფიციენტი, რის მიზეზადაც შრომით ბაზარზე შეღწევის სირთულეს, გერმანიაში დაწესებულ შეზღუდვებსა და ბარიერებს ასახელებენ.
 

Screenshot 2024-07-21 at 13.53.32.png

მსგავსი პრობლემა შეიმჩნევა ავსტრიასა და შვეიცარიაშიც, მაშინ როდესაც დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში უკრაინელი ემიგრანტების 50%_ზე მეტი დასაქმებულია. აქვე საყურადღებოა ენის ბარიერი, რომელიც გერმანიაში აფერხებს უკრაინელების ინტეგრაციის პროცესს. ასევე ხაზი უნდა გაესვას ბავშვთა მოვლის სერვისების სიმცირეს, რის გამოც უკრაინელი ემიგრანტების 65%, ანუ ქალები, რომელთა უმეტესობა გერმანიაში მარტოხელა დედის სტატუსით შვილთან/შვილებთან ერთად ჩავიდა ვერ ახერხებს სამსახურის დაწყებას.

Screenshot 2024-07-24 at 23.06.36.png
image.png

რაც შეეხება პოლონეთს, აქ  ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომში პოლონეთის მოსალოდნელი ჩაბმისა და დასავლეთ უკრაინის ანექსიის შესახებ. 2024 წლის მაისში პოლონური პრესის სააგენტო დაჰაკეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს პოლონეთმა მოახდინა 200,000 პოლონელის მობილიზება უკრაინის მხარეს ომში ჩასართავად. ასევე ვრცელდებოდა რუსული ნარატივი პოლონეთიდან უკრაინელო კაცი ემიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებით. ამ და სხვა ზემოთხასნებულმა დეზინფორმაციამ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებსა და დამოკიდებულებებზე უკრაინელი ემიგრანტების მიმართ.

Screenshot 2024-07-21 at 14.39.35.png
Screenshot 2024-07-21 at 14.32.39.png

პოლონეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების სოციალური დახმარება ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემურ საკითხს, ვინაიდან პოლონელების 95%-ს მიაჩნია, რომ იგი უნდა შემცირდეს. პოლონეთის მოქალაქეების მხოლოდ 17% ავლენს დადებით დამოკიდებულებას უკრაინელების პოლონეთში მუდმივ დასახლებასთან დაკავშირებით, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა (წინა წელს ეს მაჩვენებელი 37% იყო). 61%-ს სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინელები თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ, 19% კი ეწინააღმდეგება უკრაინელების დახმარებას. პოლონელთა უმრავლესობა (61%) ემხრობა უკრაინელების მატერიალურ დახმარებას, თუმცა ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად მცირდება.

უკრაინელი სტუდენტი, ანა პოსოხოვა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შვედეთსა და გერმანიაში სწავლობდა, უკრაინელი ემიგრანტებისადმი შვედების დამოკიდებულებას დადებითად აფასებს. იგი თვლის, რომ გერმანიაში ადგილობრივები შედარებით სკეპტიკურად არიან განწყობილი უკრაინელების მიმართ. 

IMG_3734.jpg
ანა პოსოხოვა
00:00 / 02:02

ანა: "შვედეთში ვგრძნობდი, რომ ხალხს ესმის თუ რა პირობებში გვიწევს უკრაინელებს ცხოვრება. მაგრამ ახლა გერმანიაში ცოტათი განსხვავებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ. ასევე შევატყვე, რომ ხშირად ადგილობრივები ფიქრობენ, რომ უკრაინელი ემიგრანტები არ არიან საკამრისად განათლებულები და ძირითადად დამლაგებლისა და ბავშვების მოვლის სამუშაოს ასრულებენ. თუმცა ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა. ძალიან ბევრი უკრაინელი ქალი ემიგრირდა ევროპაში ბავშვებთან ერთად, მათ არ აქვთ მრავალფეროვანი არჩევანი სტაბილური სამსახურის პოვნის კუთხით.

ჩვენ არ გვინდა არსად წასვლა, ჩვენ გვინდა ჩვენს ქვეყანაში დარჩენა, აქ ცხოვრება და ფულის გამომუშავება. ასევე ჩვენთვის მენტალურადაც ძალიან რთულია, ქვეყნის დატოვება, საზღვარგარეთ წასვლა და იქ დასახლება/დაფუძნება. მაგრამ ხალხს არ უნდა ამის გააზრება. ისინი ფიქრობენ, რომ ფულისა და კარგი ცხოვრებისთვის ჩამოვდივართ. ეს ასე არაა, ჩვენ გვქონდა მშვენიერი ცხოვრება ჩვენს სახლში, მაგრამ რუსეთის შემოჭრამ ყველაფერი გაანადგურა". 

საქართველოში უკრაინელ ემიგრანტებთან დაკავშირებით გავრცელებული რუსული დეზინფორმაციის შესახებ სტატიები ნაკლებად მოგვეპოვება, ან თუ მოგვეპოვება ძირითად აქცენტებს უშუალოდ ომის თემატიკის ირგვლივ გავრცელებულ ყალბ ნარატივებსა და ქართველ ხალხში მოსალოდნელი რუსული აგრესიის შიშის დანერგვის საკითხს ეხება. აღნიშნული დეზინფორმაცია საქართველოში 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა. მთავარი ნარატივი იყო, რომ უკრაინა დასავლეთმა მიატოვა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს ნარატივი ასევე შეიცავდა იმ იდეასაც, რომ თუ საქართველო შეუერთდებოდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს (რაც ნარატივის პირველ ნაწილში ფაქტობრივად უგულვებელყოფილი იყო) ისიც უკრაინის მსგავსად მარტო აღმოჩნდებოდა რუსეთის წინაშე. ასევე ვრცელდებოდა ყალბი ნარატივები, თითქოს რუსული არმია არ უტევდა მშვიდობიან მოსახლეობას და რომ რუსები და უკრაინელები "მოძმე" ერები არიან, რომელთა შორის მეგობრობასა და მშვიდობას ნატო და ევროკავშირი ეწინააღმდეგება. 
 

4-2023-09-11T171258.912.jpg

 

საქართველოში უკრაინელების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე ისაუბრა თბილისში მცხოვრებმა იელიზავეტა ხოხლოვამ, რომელმაც სამშობლო 2022 წლის თებერვალში დასთან ერთად დატოვა.
 

bottom of page